ფინეთი უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას ამზადებს

ფინეთის ხელისუფლება უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა უკვე ამზადებს დახმარების მე-18 პაკეტს.
 
„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ გამოვაცხადებთ ამ კვირის ბოლოს,“ - განაცხადა ორპომ.
 
მისივე განცხადებით, ფინეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, სამომავლოდ, ფინეთი ელის უკრაინის რეკონსტრუქციაში აქტიურ მონაწილეობას და უკვე ამზადებს ამ სფეროში თანამშრომლობის გეგმას.
 
„აქ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს გამოცდილებას, განსაკუთრებით, დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის სფეროში,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.