საქართველოს პრეზიდენტი ყირიმის პლატფორმაზე ვიდეომიმართვით წარდგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხსა და სამიტის მონაწილეებს მიმართავს.
ცნობისთვის, ზურაბიშვილი ხსენებულ სამიტში გასულ წელსაც მონაწილეობდა იგივე ფორმატში.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და უკრაინისთვის მის დაბრუნებას.