კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოთხშაბათს ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. სანქციები 4 რუსი ფიზიკური პირისა და 29 სუბიექტის წინააღმდეგ ამოქმედდება.
საუბარია სამხედრო, მრეწველობის, ფინანსთა და ბირთვულ სექტორებზე.
ტრუდომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელებს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან.
კანადის მთავრობას ჯერ არ გამოუქვეყნებია ახალი სანქციების ზუსტი ჩამონათვალი, ამიტომ, ჯერ არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვის ეხება ეს ზომები.