საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს."
„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!" - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter პოსტში.