უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაცია უკრაინის საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით ჩატარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა გააკეთა.
იუსოვის განცხადებით, მიზნები მიღწეულია და პერსონალის დანაკარგები არ დაფიქსირებულა.
„სპეციალური ოპერაცია გრძელდება, ჩვენ ყველა დეტალს არ ვამხელთ,“ - განმარტა იუსოვმა.
მისი თქმით, მტერმა დანაკარგები განიცადა, თუმცა დაზუსტებული მონაცემები ჯერ არ არსებობს. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
იმავდროულად, Крым.Реалии ტარხანკუტის კონცხზე მდებარე სოფელ მაიაკთან აფეთქების შესახებ იტყობინება. მისივე ცნობით, ბრძოლა იყო ავიაციისა და საზღვაო საშუალებების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მე-3 რადიოტექნიკური პოლკის ბაზა დროებით ოკუპირებული ყირიმის სოფელ მაიაკშია განლაგებული. ამასთან, Nebo-M და Kasta-2E2 სარადარო სისტემები განლაგებულია ტარხანკუტის ნახევარკუნძულზე.