პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერი“ კიდევ უფრო საშიში გახდება. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ „ვაგნერის“ ჯგუფი კიდევ უფრო მეტად იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისთვის, თავდასხმებისთვისა და „უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრაში ყველანაირი მოძრაობებისთვის“.
მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ „ვაგნერის” დაჯგუფების დაქირავებულ მებრძოლებზე კონტროლს უშუალოდ კრემლი აიღებს, რაც მათ უფრო საშიშს გახდის.
„ვფიქრობ, პოლონელებს თავად შეუძლიათ ამაზე პასუხი იპოვონ. „ვაგნერის“ ჯგუფზე კურატორობა უშუალოდ პრეზიდენტ პუტინთან გადადის. დაე, ახლა ყველამ თავისთვის გასცეს პასუხი, არის თუ არა „ვაგნერის“ ჯგუფი, რომელიც ბელoრუსში დისლოცირდება, მეტი თუ ნაკლები საფრთხე,“ - განაცხადა მორავეცკიმ.