კლიჩკომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პარიზში კიევის მოედანი გახსნა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ და პარიზის მერმა, ანა იდალგომ საფრანგეთის დედაქალაქში, კიევის მოედანი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გახსნეს.
 
მოედანი პარიზის ცენტრში, Petit Palais-ის მუზეუმთან, შანზ-ელიზეს (პარიზის ყველაზე დიდი და ცნობილი გამზირი) გვერდით მდებარეობს.
 
კლიჩკო სოციალურ ქსელში წერს, რომ გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პარიზში მცხოვრები უკრაინელები და ის უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პარიზში რეაბილიტაციას გადიან.
 
ცნობისთვის, უკრაინამ 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღე რუსეთთან მიმდინარე ომის პირობებში უკვე მეორედ აღნიშნა.