ფინეთმა უკრაინისთვის €94 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ფინეთის მთავრობის წინადადება დაამტკიცა, რის შედეგადაც უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიეწოდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ფინეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი, ურყევი რჩება. მთავარი საკითხი ევროპასა და ფინეთში უსაფრთხოების სამომავლო წესრიგის თვალსაზრისით, არის ჩვენი უნარი, შევძლოთ რუსეთის აგრესიის შეკავება უკრაინაში,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

ეს ფინეთისგან უკრაინისთვის გაგზავნილი მე-18 სამხედრო პაკეტი იქნება.