უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა უკრაინა დაიცვას მათგან, ვინც მას ასუსტებს.
„ჩვენ ვამზადებთ ჩვენს ახალ საერთაშორისო ღონისძიებებს შემოდგომისთვის, ახალ ნაბიჯებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რამაც უნდა გააძლიეროს უკრაინა. შემოდგომა დიპლომატიის თვალსაზრისით დატვირთული იქნება.
ჩვენ უკვე ვემზადებით შემდეგი კვირისთვის. იქნება სპეციალური შიდაპოლიტიკური შეხვედრები. ისინი უკვე დაგეგმილია. რაც შეეხება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს... რაღაც, რაც აუცილებლად დაიცავს ჩვენს სახელმწიფოს ყველა იმისგან, ვინც მის დასუსტებას ცდილობს, ვინც სამწუხაროდ, უკრაინაზე არ ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სისტემაში თანამდებობებს იკავებს. უკრაინის სიძლიერეს ალტერნატივა არ აქვს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლური სანქციების ქვეშაა. უკრაინა სამხედრო დახმარებას იღებს და კონტრშეტევას აწარმოებს.