ფეხბურთის მმართველმა მსოფლიო ორგანომ FIFA-მ შაბათს განაცხადა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთთან დაკავშირებულ ყველა აქტივობას სამი თვით ჩამოაშორა.
ამის მიზეზია ის რომ, იძიებენ ფაქტს, როდესაც რუბიალესმა ფეხბურთელ ჯენი ორმოსოს ტუჩებში აკოცა ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ. რუბიალესი ამბობს, რომ კოცნა შეთანხმებული იყო. ორმოსო კი, ამას უარყოფს.
თავად რუბიალესმა უარი თქვა გადადგომაზე და განმარტა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს.“
ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მხარი დაუჭირა რუბიალესის ვერსიას და ორმოსოს წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებით დაიმუქრა.