ჟიტომირის რეგიონში ავარიის დროს ორი L-39-ის ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა სამი პილოტი.
უკრიანული მედიის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა და სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დანიშნული ექსპერტიზა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ავიაკატასტროფის ფაქტი და პილოტების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
„სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს ჟიტომირის რეგიონში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა. საბრძოლო დავალების შესრულებისას ცაში ორი L-39-ს ტიპის საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავის ეკიპაჟი შეეჯახა ერთმანეთს. სამივე პილოტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გამოძიება მიმდინარეობს.“
ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის არის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის ცნობილი მფრინავი, ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice.