ზელენსკი უკრაინული თვითმფრინავების შეჯახებაზე: ყველა გარემოება გაირკვევა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა ჟიტომირის რეგიონში ორი უკრაინული თვითმფრინავის შეჯახების შესახებ. მან ინციდენტის დროს დაღუპული უკრაინელი პილოტების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„გუშინ, ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა. სამი პილოტი დაიღუპა. მათ შორის იყო ანდრი პილშჩიკოვი, მეტსახელად Juice. ის იყო უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას ვინც იცნობდა ბიჭებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა. რა თქმა უნდა, უკრაინა არასდროს დაივიწყებს მათ, ვინც უკრაინის თავისუფალ ცას იცავდა," - განაცხადა ზელენსკიმ.