ავსტრალიაში წვრთნების დროს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი

ავსტრალიაში სამხედრო წვრთნების (exercise Predators Run) დროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ CNN ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.


მათივე ცნობით, ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ავსტრალიის მელვილის კუნძულზე, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.


BBC-ის ინფორმაციით, სულ 20 ადამიანი დაშავდა.

მისივე ცნობით, წვრთნებში აშშ-დან, ავსტრალიიდან, ფილიპინებიდან, აღმოსავლეთ ტიმორიდან და ინდონეზიიდან 2500 ჯარისკაცი მონაწილეობდა. თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ამერიკელი პერსონალი იმყოფებოდა.

ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დროს, ავსტრალიის შტატში ვერტმფრენი ივლისშიც ჩამოვარდა.