უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ისრაელის მაგალითზე, შეუძლია, ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე.
„ისრაელი იბრძვის. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ დიდი ხნის განმავლობაში ხალხის დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. ჩვენ შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით."
კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად, ზელენსკიმ უპასუხა: „არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო."
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ომი, სადაც არ უნდა იყოს ის, მას „მაინც [ადამიანური] დანაკარგები მოჰყვება“ და „ყველაფერი უნდა იყოს გათვლილი.“ უკრაინა ცდილობს, მიიმხროს არამხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც თავიდანვე მხარს უჭერდნენ მას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ, ის სახელმწიფოებიც, რომლებიც შორიდან აკვირდებიან სიტუაციას. მან აღნიშა, რომ მსოფლიოში არსებობენ ძალიან დიდი სახელმწიფოები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ისინი უკრაინას სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს.
ამავე ინტერვიუდან: ზელენსკის შეფასებით, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს