საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება

საფრანგეთის სკოლებში ისლამური სამოსი აბაია აიკრძალება. შესაბამისი განცხადება ქევყნის განათლების მინისტრმა გააკეთა. ინფორმაციას France24 ავრცელებს.

„შეუძლებელი იქნება სკოლაში აბაიას ტარება,” - განუცხადა გაბრიელ ატალმა ტელეარხ TF1-ს ტელევიზიას.


მედიის ცნობით, აბაიას სკოლებში სულ უფრო ხშირად ატარებენ.

„სეკულარიზმი ნიშნავს საკუთარი თავის ემანსიპაციის თავისუფლებას სკოლის მეშვეობით... როცა კლასში შედიხართ, არ უნდა შეგეძლოთ მოსწავლეების რელიგიის იდენტიფიცირება მათზე შეხედვით,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა.

2004 წელს საფრანგეთმა სკოლებში რელიგიური სიმბოლოები, მათ შორის დიდი ჯვრები, ებრაული კიპა და ისლამური თავსაბურავები აკრძალა. განათლების სამინისტრომ აბაის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბარი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. უწყება აღწერდა აბაიას, როგორც ტანსაცმლის ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის ტარება შეიძლება აიკრძალოს, თუ „ისინი რელიგიური კუთვნილების ღიად გამოვლინებაა.“

ოპოზიციის ნაწილი და პროფკავშირები განათლების მინისტრის განცხადებას მიესალმნენ. მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიამ (France Unbowed) კი, ფაქტი დაგმო და ის ჩაცმულობაზე პოლიციის ზედამხედველობად შეაფასა. „ატალის განცხადება იყო „არაკონსტიტუციური" და ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის სეკულარული ღირებულებების ფუძემდებლურ პრინციპებს,“ - აცხადებს პარტიის წარმომადგენელი.