მედია: იაპონია ექვს ქვეყანას $34,2 მილიონის სამხედრო დახმარებას შესთავაზებს

ჩინეთის შეკავების გასაძლიერებლად, იაპონიის 2024 ფისკალურ წელს გეგმავს, 6 ქვეყანას, მათ შორის ვიეტნამსა და ინდონეზიას დაახლოებით, 5 მილიარდი იენის (34,1 მილიონი აშშ დოლარი) უსაფრთხოების დახმარება შესთავაზოს. მთავრობა იმედოვნებს, რომ მეგობარი ქვეყნების, უპირველეს ყოვლისა განვითარებადი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას დაეხმარება.


ქვეყნები ასევე მიიღებენ კოსმოსურ საკომუნიკაციო სისტემებს, რადარებს და საპატრულო კატარღებს, აღჭურვილობას სამხედრო პორტებისთვის.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები დახმარების მიმღებ ქვეყნებად განიხილავენ ფილიპინებს, ვიეტნამს, ინდონეზიას, პაპუა-ახალ გვინეას, მონღოლეთსა და ჯიბუტს, რადგან ყველა ეს ქვეყანა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პარტნიორია იაპონიისთვის,“ - აცხადებენ წყაროები.


დახმარება სავარაუდოდ, შეღავათიანი პირობებით გამოიყოფა და მისი ოდენობა გაიზრდება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ აქტივობის კოორდინაციის მიზნით, სპეციალური, 10-კაციანი ჯგუფის შექმნა იგეგმება.

იაპონური დახმარების მიმღებ ქვეყნებს ტოკიოსთვის დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, ჩინეთის შეკავების თვალსაზრისით. გარდა ამისა, იაპონიის საზღვაო ძალების დასაყრდენი ჯიბუტიში მდებარეობს.

„ფილიპინები, ვიეტნამი და ინდონეზია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის ექსპანსიონისტური საქმიანობის წინაშე დგანან. პაპუა-ახალი გვინეა წყნარი ოკეანის კუნძულოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩინეთი თავის კუნთებს ათამაშებს. მონღოლეთი ჩინეთის ჩრდილოეთი მეზობელია, ჯიბუტი კი, თავდაცვის ძალების ერთადერთ საზღვარგარეთულ ფორპოსტს მასპინძლობს,“ - წერს გამოცემა Asahi Shimbun-ი.