დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა „ერთობლივი სტრატეგიული წვრთნები“ „დასავლეთი - 2023“ დიდი ალბათობით გააუქმა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მოსკოვმა სავარაუდოდ, გააუქმა წლავენდელი წვრთნები „დასავლეთი-2023“, რომელიც სექტემბერში უნდა გამართულიყო. მიზეზი უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე პერსონალისა და აღჭურვილობის ნაკლებობა, ასევე, შიდა კრიტიკის შიშია. ამის შესახებ Meduza წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის დროს რუსული ჯარების არაეფექტიანობამ აჩვენა, რომ სტრატეგიულ წვრთნებს მცირე მნიშვნელობა ჰქონდა.


ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ 2010 წლის შემდგომ პერიოდში „ერთობლივი სტრატეგიული წვრთნები“ მონაცვლეობით ტარდებოდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ 2021 წლიდან, ასეთი მანევრები დასავლეთის რეგიონში გახშირდა, რაც აჩვენებს, რომ პრიორიტეტი „NATO-ს „საფრთხისადმი წინააღმდეგობაა“.


წინა მიმოხილვაში ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ უკრაინა და რუსეთის ფედერაცია შავ ზღვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმების ირგვლივ იბრძვიან.

ასევე, ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, რუსეთის სარდლობა უახლოეს თვეებში კუპიანსკისა და ლიმანის მიდამოებში შეტევას გააძლიერებს.


ცნობისთვის, ორი წლის წინ ჩატარებული რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი წვრთნები „West-2021“ ყველაზე მასშტაბური გახდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მასში 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 760 ცალი ტექნიკა და 15 გემი მონაწილეობდნენ.