გაგრის რაიონის „საგზაო მილიციის უფროსი“ ჰაჯარატ ბგანბა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. ინციდენტი კვირას პიცუნდაში, კაფე ტერასის მახლობლად მოხდა, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაში.
განყოფილებამ სოფელ ლძააში მცხოვრები მიხეილ ბარციცის წინააღმდეგ „სისხლის სამართლის საქმე აღძრა.“ მას „ორი მუხლით“ - სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.“
„მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად,“ - წერს მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული გაგრის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები არ გავრცელებულა.