ვარშავის აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში საბრძოლო მასალა იპოვეს

ვარშავაში, შოპენის აეროპორტში 41 წლის კაცს ხელბარგში 5.56მმ კალიბრის 4 ვაზნა და ხელყუმბარა უპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, კაცი სამხრეთ-აფრკის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც უკრაინიდან დუბაიში მიდიოდა.

ცნობისთვის, პდღეს 28 აგვისტოს ვარშავის შოპენის აეროპორტში 400-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.