ახალი ზელანდია უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემას იწყებს

ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სპეციალური ვიზით შევიდნენ, ბინადრობის ნებართვა გასცეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ უკრაინის სპეციალური ვიზის მფლობელებს, თუ მთავარმა განმცხადებელმა მიიღო სპეციალური უკრაინის ვიზა და ჩავიდა ახალ ზელანდიაში 2024 წლის 15 მარტამდე.


„უკრაინის მთავრობისა და მისი ხალხის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენებს ახალი ზელანდიის მუდმივ მხარდაჭერას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ.

სპეციალური ვიზის მიღების შესაძლებლობა 2024 წლის 15 მარტის შემდეგ დაიხურება.