უკრაინისა და პოლონეთის რკინიგზები ერთობლივი გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიციამ“ პოლონურ ოპერატორთან - Polskie Koleje Państwowe Spółka Akcyjna (PKP S.A.) სარკინიგზო კომუნიკაციის განვითარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებმა პირველი 1994 წლის შემდეგ, თანამშრომლობის ასეთ დონეს პირველა მიაღწიეს. შესაბამისი განცხადება „უკრზალიზნიციის“ გამგეობის ხელმძღვანელმა, ევგენ ლიაშენკომ გააკეთა.


„ჩვენ ერთად გავაგრძელებთ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამგზავრო და სატვირთო მიმოსვლის გაზრდას  ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ჩვენს რკინიგზაზე, ასევე უკრაინისა და პოლონეთის ეროვნულ ეკონომიკაზე“, - განაცხადა ლიაშჩენკომ.


ხელშეკრულების შესაბამისად, PKP შეიმუშავებს ზომებს უკრზალიზნიციასთან ცალკეული ხელშეკრულებების გასაფორმებლად სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვის, სატვირთო და სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში. ასევე, ინდივიდუალური ხელშეკრულებების პროექტების შემუშავების მიზნით, მხარეები ერთობლივ სამუშაო ჯგუფებს შექმნიან.


ამავდროულად, ორივე მიმართულებით სატვირთო მატარებლების მოვლა-პატრონობა ორივე მხარის ლოკომოტივისა და ლოკომოტივის ეკიპაჟის მიერ 50/50 პარიტეტის დაცვით იგეგმება.