აგვისტოში, უკრაინის სამხრეთ ნაწილის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსული მობილური სანაპირო სარადარო სადგური, რომლის ღირებულებაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინული მედია ინფორმაციას უკრაინულ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისინი აღნიშნავენ, რომ რუსულმა მხარემ ახალი სისტემა ამ წლის ივნისში, სპეციალისტთა ვიწრო წრეში პომპეზურად წარადგინა. შემდეგ, ფარულად გაგზავნეს დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, რათა თვალყური ედევნებინათ უკრაინელების ქმედებებისთვის როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე.“