აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იაპონიისთვის „ჰაერი-ზედაპირის“ საავიაციო რაკეტების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, საუბარია გაფართოებული დიაპაზონის JASSM-ER-ზე და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვაზე, რომლის ღირებულებაც 104 მილიონ დოლარამდეა.
პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი კონტრაქტორი Lockheed Martin-ი იქნება.