უკრაინაში ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს. ინფორმაცია ტელეგრამის საშუალებით დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებულმა, ოლეჰ კოტენკომ გაავრცელა.
„დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად," - წერს კოტენკო.
4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 44 დუკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიბრუნა. მანამდე 14 ივლისს კიდევ 62 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დააბრუნეს უკრაინაში.