რუსეთში, ჩელიაბინსკში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ჩელიაბინსკის ოლქში FSB-ს კუთვნილი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი სასწრაფო დახმარების სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ვერტმფრენი სოფელ პრუდნის მახლობლად, ტყეში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.


Mi-8 სასწავლო ფრენას ასრულებდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ავარიის წინასწარ ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. თავის მხრივ, ტელეგრამ არხი Mash-ი წერს, რომ ვერტმფრენი ცუდი ხილვადობის პირობებში, შესაძლოა, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს შეეჯახა. მსხვერპლის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. 

მაშის ინფორმაციით, ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა - ინსტრუქტორი და ორი იუნკერი. ტელეგრამ არხი 112 ასევე იუწყება, რომ ჩამოვარდნილი Mi-8-ის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგებოდა.