უკრაინის სააქციო საზოგადოებამ (Ukrgasdobycha) გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა.
იტყობინება Naftogaz Group-ი.
„ახალი საბადოს მარაგმა შესაძლოა, ერთ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაღწიოს. წელს, ეს არ არის ნახშირწყალბადების ახალი საბადოების აღმოჩენის პირველი შემთხვევა. მარაგების გაზრდით ჩვენ ვქმნით პერსპექტივებს გაზის მოპოვების მდგრადი განვითარებისთვის,“ - განაცხადა Ukrgasdobycha-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ოლეგ ტოლმაჩოვმა.