გერმანიაში გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მოქალაქე რუსული თვითმფრინავების Orlan-10-ის წარმოებისთვის კომპონენტებს ყიდის. იტყობინება გერმანული გამოცემა Der Spiegel 29 აგვისტოს.
Orlan-10 არის სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. გაყიდული კომპონენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 750,000 ევროს (811,000 აშშ დოლარი) შეადგენს. გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, RUSI Orlan-ს რუსეთის „ყველაზე წარმატებულ" სადაზვერვო თვითმფრინავად აღწერს.
გამომძიებლების ინფორმაციით, ბრალდებულის მფლობელობაში მყოფი ფირმა, რომელსაც როგორც გერმანიის, ასევე რუსეთის მოქალაქე ფლობს, სათადარიგო ნაწილების გერმანიაში იმპორტს მესამე ქვეყნებიდან აწარმოებდა, შემდეგ კი, ამ კომპონენტებს რუსეთში ორ შუამავალს აწვდიდა.
ეჭვმიტანილი იუსტიციის ფედერალური სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა. სასამართლოს თანახმად, ის 2020-2023 წლებში პროდუქციას რუსეთის ერთ-ერთ თავდაცვით საწარმოს აწვდიდა. ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე და მწარმოებელი ფირმის მფლობელს საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა ედება ბრალად.