სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში ლეგიონერების დაავადების გავრცელების შემდეგ, თოთხმეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 150 ადამიანი. სამშაბათს, 29 აგვისტოს ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ეპიდემიის მდებარეობამ თავდაპირველად შეშფოთება გამოიწვია, რადგან ჟეშოვი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი უკრაინისთვის, ამ ქალაქშია აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა
გამოძიება დაავადების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გრძელდება. 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში „ლეგიონერების დაავადების“ გავრცელებას იძიებენ, მათ შორის რუსეთის ჩართულობით „საბოტაჟის“ გამოსარიცხად. თავდაპირველი ინფორმაციით, 8 ადამიანი იყო გარდაცვლილი.