თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას მისი ხელმძღვანელი ლაშა სამხარაძე ტოვებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მას მადლობა გადავუხადო 9-წლიანი გაწეული შრომისთვის, მაღალი პასუხისმგებლობისთვის და ასეულობით შედეგიანი საქმისთვის. მადლობას ვუხდი მას იმ წლებისთვის, რაც ერთად ვიმუშავეთ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მინდა, წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

უცნობია, სად განაგრძობს საქმიანობას ლაშა სამხარაძე ან რა გახდა მის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.