უკრაინამ რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის აქტივების ნაციონალიზაცია მოახდინა

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრის, სერგეი კალაშნიკოვის აქტივების ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. კალაშნიკოვი კომპანია Motordetal-Konotop-ს სუმის რეგიონში ფლობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) მიაჩნიათ, რომ ქარხანა რუსეთს პროდუქციას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აწვდიდა.


Motordetal-Konotop ავტომობილების, დიზელის და გემების ძრავებისთვის ცილინდრებს აწარმოებს. ეს არის ამ პროფილის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო ევროპაში. SBU-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდეც კი, მისი კომპონენტები რუსეთში სამხედრო გემების ასაშენებლად გამოიყენებოდა.

სერგეი კალაშნიკოვი ფედერაციის საბჭოს წევრი 2015-2020 წლებში კოსტრომის ოლქიდან იყო.  2018 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ის სანქციების სიაში შეიყვანა.

SBU ასევე აგრძელებს კალაშნიკოვის მიმართ გამოძიებას კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსების საქმეზე.


რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ომის მხარდამჭერთა ქონების და აქტივების კონფისკაციას იძლევა.