სამეფო საზღვაო ძალები დიდი ბრიტანეთის მახლობლად მდებარე წყლებში რუსული გემების გადაადგილებას აკვირდება

სამეფო საზღვაო ძალების ხომალდები და სამეფო საჰაერო ძალების (RAF) საპატრულო თვითმფრინავები დიდი ბრიტანეთის მახლობლად მდებარე წყლებში, რუსულ გემების გადაადგილებას კოორდინირებული მონიტორინგის ოპერაციის ფარგლებში აკვირდებიან.

ბრიტანულმა მხარემ რუსული გემების მოძრაობა ინგლისის არხში, ჩრდილოეთ ზღვასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში შენიშნა.

„ბრიტანული წყალქვეშა Hunter-ის კლასის ფრეგატი და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი შესანიშნავი დუეტია დაკვირვებისა და მონიტორინგისთვის. ეს იძლევა მუდმივი მეთვალყურეობის საშუალებას ზღვიდან და ჰაერიდან, ძლიერი სისტემების კომბინაციის საფუძველზე," - აცხადებს სამეფო საზღვაო ძალები.


შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 აგვისტოს დილით, შავ ზღვაში, რუსულმა გემმა „გამაფრთხილებელი“ ცეცხლი გაუხსნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელიც იზმაილის პორტისკენ მიემართებოდა.