თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მოლაპარალებების მიზანი, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოახლოებული შეხვედრისთვის მზადებაა.
„ჩვენ განვიხილავთ „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისა და უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შექმნის საკითხებს. გარდა ამისა, დღის წესრიგში იქნება სიტუაცია სირიასა და სამხრეთ კავკასიაში. მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს (სერგეი ლავროვს) სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის,“ - განაცხადა ფიდანმა.
ფიდანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მოსკოვში პირველად ჩავიდა.