უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო დაწესებულების 125 წლის იუბილე მიულოცა, ნაყოფიერი სასწავლო წელი და რაც შეიძლება მალე გამარჯვება უსურვა.
„რაც არ უნდა რთული დრო იყოს, ფაქტი მაინც იგივე რჩება, რომ განათლებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ცოდნა, განათლება, ჩვენი ხალხის კომპეტენცია - კარგ დროს მათ გარეშე თითქმის შეუძლებელია მოგება და რთულ დროს მის გარეშე გამარჯვებები არ არსებობს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აგრესორთან მიმდინარე ბრძოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რათა სამართლიანობა აღდგეს, ვიღაცის ცოდნა - ზუსტად ცოდნა - უნდა იყოს გამოყენებული.
„ცოდნა უნდა იყოს გამოყენებული შედეგების მისაღწევად. კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა, რადგან ათასობით უკრაინელი აცისა და ქალის კომპეტენციამ სრულყოფილად იმუშავა. დაწყებული ჩვენი დეველოპერებიდან და შესაბამისი იარაღისა და რაკეტების მწარმოებლებიდან, დამთავრებული კონკრეტული ჯარისკაცებით, რომლებმაც ეს ოპერაცია შეასრულეს. დრონების ყოველი საბრძოლო გამოყენება ადასტურებს, რომ ყველა იმ ადამიანის განათლებამ, ვინც შექმნა ეს თვითმფრინავები, იმუშავა. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ამ დრონებს მართავენ. ახლა გვაქვს საარტილერიო იარაღის წარმოების შესაძლებლობა, რაც აქამდე არასდროს გვქონია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინის ყოველი ასეთი შედეგი ეხება კონკრეტული უკრაინელი კაცების, კონკრეტული უკრაინელი ქალების განათლებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.