- აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემას აჩქარებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროების მიხედვით, 31 დაპირებული „აბრამსის“ ტიპის ტანკიდან 10 უკრაინაში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავა. იტყობინება Politico 31 აგვისტოს. მისივე ცნობით, 10 ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკი ახლა გერმანიაშია, სადაც საბოლოო რემონტს გადიან და ელოდება გაგზავნას უკრაინაში.
„აშშ მზადაა, დააჩქაროს 31 ტანკის მიწოდება უკრაინაში შემოდგომისთვის,” - განუცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა, მარტინ ოდონელმა Politico-ს.
იმავდროულად, გერმანიაში, აშშ-ის არმიის საწვრთნელ ტერიტორიებზე, დაახლოებით 200 უკრაინელი გადიოდა სწავლებას და ჯარისკაცებმა ახლახან დაასრულეს პროგრამის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი ჰოჰენფელსის საწვრთნელ ზონაში.
პენტაგონმა „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინაში გადაზიდვა 7 აგვისტოს დაამტკიცა.
Politico წერს, რომ დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, ტანკების მიღება მიმდინარე კონტრშეტევას იმპულს შეჰმატებს უკრაინელებს, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევა დაიწყეს.