პენტაგონმა უკრაინისთვის AMRAAM-ის ტიპის რაკეტები შეუკვეთა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომპანია Raytheon-ს უკრაინისთვის საშუალო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის AMRAAM-ის ტიპის რაკეტები შეუკვეთა.

ამერიკული კომპანია Raytheon Missiles and Defense-ი 192 მილიონი დოლარის ღირებულების AMRAAM-ის რაკეტებს სხვადასხვა წყაროდან შეისყიდის. მიწოდების თარიღები და რაკეტების რაოდენობა, რომელთა შეძენაც იგეგმება, არ საჯაროვდება.


პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტების შეძენა დაგეგმილია 2024 წლის 29 ნოემბრამდე. საჭირო თანხა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდიდან გამოიყოფა.

AMRAAM რაკეტები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყველა ტიპის თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავის მთავარი საჰაერო იარაღია. რაკეტები ასევე ემსახურება NATO-ს ქვეყნებისა და აშშ-ის სხვა მოკავშირეების მოიერიშე თვითმფრონავებს.

ამ ზაფხულის დასაწყისში, პენტაგონმა გამოაცხადა მსგავსი კონტრაქტი AMRAAM რაკეტების შესყიდვაზე, რომლის ღირებულება დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარია.