დღეიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება

დღეიდან, პირველი სექტემბრიდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი ფართოვდება, რის საფუველზეც კორუფციის პრევენციას ორი მიმართულება ემატება: თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგი და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან, რომ თავიანთი ფინანსური ანგარიშები მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულ ახალ უწყებას წარუდგინონ. ამასთან, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების რეგისტრაცია-მონიტორინგს დღეიდან ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.


ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული მე-4 რეკომენდაციის ფარგლებში შეიქმნა.

კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ანტიკორუფციული სტრატეგიის შექმნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.


პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.