ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისივე განმარტებით, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.
„ერთი მხრივ, ყაზახეთმა, როგორც მსოფლიოში ურანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, საკუთარი ატომური ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. ზოგიერთი ექსპერტი მომხრეა მცირე რეაქტორებით სადგურების აშენების. მეორე მხრივ, ბევრ მოქალაქე და არაერთი ექსპერტია შეშფოთებული ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.