სტრატეგიული სარაკეტო სისტემა „სარმატი“ რუსეთში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს

„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა განაცხადა, რომ სტრატეგიული სარაკეტო სისტემა „სარმატი“ რუსეთში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენეს, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ახალი მძიმე რაკეტით აღჭურვილი „სარმატის“ სარაკეტო სისტემის პირველი გამშვები კომპლექსები სამხედრო მორიგეობას „იწყებდნენ. ამის შემდეგ ივნისში პუტინმა თქვა, რომ ეს „უახლოეს მომავალში“ მოხდებოდა. დღეს კი, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი პირველად აცხადებს ახალი სტრატეგიული კომპლექსის საბრძოლო განლაგების შესახებ.


RS-28 „სარმატი“ საბჭოთა საკონტინენტთაშორისო რაკეტა „ვოევოდის“ ჩასანაცვლებლად შეიქმნა.

მას 18 ათას კილომეტრამდე ფრენის რადიუსი აქვს და 10-15 ბირთვული საბრძოლო თავის გადატანა შეუძლია.


ამერიკული მედია წერდა, რომ 2023 წლის 20 თებერვალს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ გაშვება წარუმატებლად დასრულდა. ამის პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მაშინ კიევში ვიზიტით ჩავიდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი ამბობს, რომ ბელორუსს რუსეთის ფედერაციიდან პირველი ბირთვული ქობინი გადაეცა. ბუდანოვის განმარტებით, „ეს ფსონების აწევის ინსტრუმენტია.“ ბუდანოვს მიაჩნია, რომ ვიდრე თავდაცვის ძალები მიიწევენ ოკუპირებული ყირიმისკენ, პუტინი ბირთვულ მუქარებს გააგრძელებს.