ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 30 აგვისტოს ფსკოვის აეროდრომზე რუსეთის სამხედრო- სატრანსპორტო თვითმფრინავეზე Ил-76-ზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

ბუდანივი არ აკონკრეტებს ვის მიერ განხორციელდა თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თუ პარტიზანების მიერ. არც დრონების რაოდენობასა და ტიპს ასახელებს.


მისი თქმით, ეს თვითმფრინავები სწორედ იმიტომ იყო სამიზნე, რომ რუსეთის ფედერაცია მათ იყენებდა სამხედრო ტვირთისა და საჰაერო ხომალდის პერსონალის გადაადგილებისთვის.

„ჩვენ რუსეთის ტერიტორიიდან ვმუშაობთ,“ - ამბობს უკრაინული მედიის ცნობით, ბუდანოვი ტელეგრამ არხ The War Zone-თან კომენტარში.


ბუდანოვმა გაამხილა დარტყმის რამდენიმე დეტალი: სამიზნე იყო საწვავის ავზები და ფრთების ფრთის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მდებარეობს IL-76-ის ზედა ნაწილში.

უკრაინის დაზვერვავ 30 აგვისტოს დაადასტურა, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა. ცნობისთვის, კიევი 31 აგვისტოს იუწყებოდა უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ.