დანილოვი: უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნის განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. შესაბამისი განცხადება მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.


„იმ იარაღის წარმომავლობა, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია. არსებობს ორი მიმართულება, რომელზეც მუშაობა გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის სარაკეტო პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცდა და ითვალისწინებს უკრაინული რაკეტების შექმნას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, რომელიც ახლა მძლავრად ვითარდება ჩვენ ქვეყანაში და ამაში ჩართულია ბევრი კერძო კომპანია,“ – განაცხადა დანილოვმა.