ირანმა რუსეთისგან სასწავლო-საბრძოლო დანიშნულები თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საინფორმაციო საშუალებებმა და რუსეთის სტრატეგიის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი ავრცელებენ.
ინფორმაციას ოფიციალურად მოსკოვი და თეირანი არ ადასტურებენ.
ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ფაქტი სოციალურ ქსელებში არსებული სურათებით დასტურდება.
სააგენტოს ცნობით, ამ თვითმფრინავებს ახალი მფრინავების მოსამზადებლად გამოიყენებენ.
გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი „იაკ-130“ მიიღო ირანმა რუსეთიდან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ირანის საჰაერო ძალებისთვის საზღვარგარეთ შეძენილი პირველი თვითმფრინავები ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ინფორმაციისთვის, „იაკ-130“ არის რუსული საბრძოლო მომზადების თვითმფრინავი, რომელიც იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ იტალიურ კომპანია Aermacchi-სთან ერთად არის შემუშავებული. ეს არის თვითმფრინავის პირველი სრულიად ახალი მოდელი, რომლის წარმოებაც რუსეთში სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყო.