უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ - გენერალი სირსკი

სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართყლებაზე უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ, ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას. 


„ბახმუტის მიმართულება, თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ფრონტის ამ ნაწილში. ჩვენი ჯარისკაცები სტაბილურად ანადგურებენ რუსულ სამხედრო ტექნიკას და ცოცხალი ძალას," - აღნიშნა მეთაურმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.


ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის.


„თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ.

მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.