უკრაინული დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოდგომაზე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა. რეზნიკოვის თქმით, დრონის წარმოების პროცედურის ხელშეწყობის პროცესი უკვე თითქმის ერთი წელია, გრძელდება.
„მჯერა, რომ ამ შემოდგომაზე იქნება ბუმი სხვადასხვა უკრაინული დრონების წარმოების მხრივ: მფრინავი, მცურავი, მცოცავი და ა.შ., და შემდეგ ეს უკვე მოცულობითაც გაიზრდება,” - აღნიშნა რეზნიკოვმა.