უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებმა უკვე დანერგეს NATO-ს 287 სტანდარტი და კიდევ 200-ის შემოღებას გეგმავენ 2023 წლის ბოლომდე. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა Ukrinform-თან ინტერვიუში გააკეთა.
რეზნიკოვის თქმით, სულ NATO-ს 1200-ზე მეტი სტანდარტი არსებობს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დანერგილი სტანდარტების რაოდენობა არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი სახელმწიფოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას. რეზნიკოვის თქმით, წევრი ქვეყნების უმეტესობას სტანდარტების საშუალოდ, დაახლოებით, 30%. აქვს დანერგილი.
რეზნიკოვმა დაასახელა სამი კრიტერიუმი, რომელიც გადამწყვეტი იქნება უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესში. პირველ რიგში, სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, როგორც კანონმდებლობის, ისე რეალურად აშენებული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. მეორე, მკაფიო, გამჭვირვალე და პასუხისმგებელი პროცედურები სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებისთვის, შესყიდვიდან დაწყებული. მესამე, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვა.