სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ საზღვარგარეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი რუსული აქტივების კონფისკაცია მოახდინა. იუწყება CBS News-ი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ერთი მილიარდის ღირებულების ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად კონგრესისგან ნებართვას ითხოვს.
„2022 წლის თებერვლის ბოლოდან შეერთებულმა შტატებმა ჩამოართვა ან ხელი შეუწყო რუსეთის აქტივების (ერთი მილიარდის ღირებულების) ჩამორთმევას მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვითხოვთ კონგრესისგან ნებართვას, რომ მიღებული თანხები გამოვიყენოთ უკრაინელი ხალხის სასარგებლოდ,“ - განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ.
ცნობისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ევროკავშირმაც გამოაცხადა. რუსეთის მიერ წარმოებული ონის ფონზე, მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშაა.