უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის ფრონტზე გასულ კვირას სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. მალიარის თქმით, ისინი აგრძელებენ შეტევას ნოვოდანილივკისა და ნოვოპროკოპივკის დასახლებებთან.
მალიარმა აღნიშნა, რომ ბრძოლები ქალაქ ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, გასულ კვირას კლიშჩიივკის, კურდიუმივკისა და ოზარიანივკის დასახლებებთან ვითარება ძალიან რთული იყო.
მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში იქ ტერიტორიის სამი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს. საერთო ჯამში, უკრაინის შეტევითი მოქმედებების დაწყებიდან ბახმუტის ფრონტზე 47 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.