რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე სტოცკი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, ბულგარეთში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ Euractiv წერს.
სტატუსის მოსაპოვებლად სტოცკიმ ბულგარეთში ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტოსთან ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა აწარმოა.
მან განაცხადა, რომ ეშინოდა სამშობლოში დაბრუნების, რადგან სჯეროდა, რომ ციხეში ან ფრონტზე გაგზავნიდნენ. სტოცკი რუსეთში ყოფნისას მონაწილეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქციაში და ასევე იყო დამკვირვებელი რუსეთის დუმის არჩევნებში, მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შტაბ-ბინაში.