გაეროს ბირთვული უწყების ანგარიშის მიხედვით, ირანმა შეანელა ურანის გამდიდრება თითქმის იარაღის წარმოებისთვის საჭირო დონემდე.
კონფიდენციალურ ანგარიშს უძღვის ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკება პატიმართა გაცვლაზე და სამხრეთ კორეაში გაყინული ირანის მილიარდობით დოლარის ოდენობის ქონების გათავისუფლებაზე.
„ურანის გამდიდრების შენელება შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი ნიშანი, რომ თეირანი ვაშინგტონთან დაძაბულობის შემცირებას ცდილობს - წლების განმავლობაში არსებული იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულების კოლაფსს მოჰყვა,“ - წერს Associated Press-ი.