ზელენსკი დონეცკის ოლქში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „დონეცკის“ შემადგენლობაში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ზელენსკის Telegram არხზე გავრცელდა.

„დონეცკის რეგიონი. ჩვენ ვეწვევით საბრძოლო დანაყოფებს, რომლებიც დონეცკის ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში იცავენ უკრაინას. მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხებია, მარაგი, რომელიც უნდა გაიზარდოს, გარდა ამისა საჭიროა დამხმარე მართვის სისტემის შექმნა დანაყოფების მომარაგების უზრუნველსაყოფად, ასევე ჩვენი მეომრების მოტივაციის ამაღლება.

დღეს 8 დანაყოფი. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველა ძლიერია!მადლობა იმ შედეგებისთვის, რასაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს ქვეყანას, მეომრებო!" - წერს ზელენსკი.