მედია: ბელგია გერმანიისგან შეძენილ Sea Sparrow-ის ტიპის რაკეტებს უკრაინას მიაწვდის

ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ გერმანიიდან მცირე რადიუსის Sea Sparrow-ს ტიპის რაკეტები იყიდა. ბერლინი გეგმავს, რომ შესყიდული იარაღის ნახევარი უკრაინას მიაწოდოს.

ბელგიის მთავრობა გეგმავს, კიევს ამერიკული წარმოების იარაღიდან რვა ერთეული გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რაკეტების გამოყენება დრონების აღჭურვის მიზნითაც არის შესაძლებელი.


იანვარში, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Sea Sparrows-ი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტში უნდა შევიდეს და რომ უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს გზა, შეეცვალონ საბჭოთა ეპოქის BUK-ის გამშვები დანადგარები.

ზაფხულის დასაწყისში ბელგიამ განაცხადა, რომ ნიდერლანდებთან და ლუქსემბურგთან ერთად, უკრაინაში განახლებული M113-ის ტიპის ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს.

სამივე ქვეყანა ასევე არის ახალი საერთაშორისო კოალიციის ნაწილი, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე ამზადებს.